დასრულდა ამიერკავკასიის ოსთა წარმომადგენლობის ყრილობა, რომელსაც 70 დელეგატი დაესწრო. მათ შორის ჩრდილო კავკასიის ერთა საბჭოებისა და კავკასიის ორგანიზაციათა ს-დ მენშევიკთა და ბოლშევიკთა წარმომადგენლები: ისიდორე რამიშვილი, ფილიპე მახარაძე- კრებაზე სიტყვით გამოვიდა რამიშვილი, რომელიც შეეხო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და იმედი გამოთქვა, რომ ოსები კონტრრევოლუციონერებს არ გაჰყვებოდნენ და მხარს დაუჭერდნენ საქართველოს ახალგაზრდა დამოუკიდებელ რესპუბლიკას.კრებაზე ყრილობის შემდეგ თარიღად დაადგინეს 15 ივნისი, სადაც უნდა განხილულიყო საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელი იყო თუ არა ოსების დამოუკიდებლობა საქართველოს ტერიტორიის საზღვრებში და ვის უნდა ეთხოვა ამის შესახებ.

წყარო: საქართველო, 1918 | 6 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა