1952 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ კრუმიადსა და მის მეგობრებს შეხვდა. შეატყობინა, რომ უკმაყოფილების მიუხედავად კრუმიადს იმედი ჰქონდა, რომ ამერიკელები თანამშრომლობის სურვილით ისევ მიმართავდნენ.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი. სწერს, რომ შედგა ახალი ანტიბოლშევიკური ქართული კავშირი 1952 | 15 მაისი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: მიუნხენი
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი