საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9300

ფაქტი 9300

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცი“ იუწყება, რომ დენიკინელთა მიერ ინგუშთა ორი აულის, სურხისა და ეკაჟევოს აკლების შემდეგ უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილი მცხოვრებნი ლტოლვილებად მოედვნენ სოფლებს. ამას ზედ დაერთო ქოლერა. საშინელი ეპიდემია ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა. მჭიდროდ თავმოყრილ მოსახლეობაში არ ხერხდებოდა ავადმყოფთა იზოლირება, არ იყო არც ექიმი და არც საჭირო მედიკამენტი, რადგან ბოლშევიკების ხელისუფლების დროს აშენებული საავადმყოფო და ამბულატორია დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) საომარი მოქმედებების დროს განადგურდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9300; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .