საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9451

ფაქტი 9451

1919 წლის 28 აგვისტოს თბილისში გაიხსნა მთიელთა კომიტეტის მიერ მოწვეული ჩრდილოკავკასიელ პოლიტიკურ მოღვაწეთა კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ „დობროარმიასთან" მებრძოლი ორი დაჯგუფების ლიდერთა – უზუნ-ჰაჯისა და ალი-ჰაჯი ახუშელის – წარმომადგენლები, ასევე დელეგატები ანტიდენიკინურად განწყობილი სხვა მხარეებიდან, სულ – 40 კაცამდე. კონფერენცია გახსნა თავმჯდომარე აჰმედ ცალიგოვმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ შეიქმნებოდა მთიელთა დაქსაქსული ძალების გამაერთიანებელი პოლიტიკური ცენტრი. კონფერენციამ აირჩია პრეზიდიუმი, მიიღო დღის წესრიგი და მოისმინა კომიტეტისა და სხვადასხვა კუთხის დელეგატთა მოხსენებები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9451; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .