1918 წლის 29 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში ანა აგარონიანი მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უმცროსი მოსამზადებელი კლასის თავისუფლად დაქირავებული მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დანიშნეს. ხელს აწერენ გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ანა აგარონიანის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი