საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9850

ფაქტი 9850

1918 წლის ოქტომბერში სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ჯამილიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს ნ. რამიშვილს საერთაშორისო რკინიგზის აღდგენასა და კავკასიის გზაზე სამგზავრო და საბარგო მატარებლების მოძრაობის მოწესრიგებაში დახმარება სთხოვა. მინისტრის პასუხის თანახმად, მატარებლების წესიერი მიმოსვლა აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლის, ჯაფაროვის დაბრუნებისთანავე უნდა აღდგენილიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9850; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .