რეგისტრირებული ფაქტები71758
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონი იონა წიგნაძე საკუთარი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს ფეფე ნარიმანის ასულმა ამაშუკელმა, ელენე ელიზბარის ასულმა ამაშუკელ-წერეთელისამ, ოლიმპია კაცოს ასულმა ამაშუკელმა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ალექსანდრე ჯიშკარიანი ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფოსტალიონად დაინიშნა.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით სენაკის მაზრის უფროსის თანაშემწე ი. ჭიჭინაძე წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1968
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 22 მარტს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გიორგი დავითის ძე ერისთავის მამულები გორის მაზრის ცხრა სოფელში, რომლებიც გარდაცვლილი მეპატრონის მემკვიდრეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გრიქურ არაქელას ძე არაქელოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „დროების“ კორესპონდენციაში, რომელშიც მიმოხილულია გორისა და მიმდებარე სოფლების სიახლეები, ნათქვამია, რომ მებატონე ივანე სულხანიშვილის მიწვევით გორის მაზრას ეგზარხოსი ეწვია.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ლევან მელიქიშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო წევრად აირჩია.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 12 ივნისს მეფისნაცვლის მმართველობის განკარგულებით აზნაური გაბუნია ქუთაისის გუბერნიის საგლეხო სამმართველოს ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრების აზნაურობის წარმომადგენლად დანიშნეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 8 ივნისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ალექსანდრე აბაშიძის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო არუთინ სტეფანეს ძე სტეფანბეგოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 1-ელ მაისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით, საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი მიხეილის ძე ანდრონიკაშვილის მამული სიღნაღის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სოსი გრიქურას ძე გრიქუროვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 6 მაისს თავადი გრიგოლ მაყაშვილი თავადაზნაურობის შეკრებაზე ხელმეორედ აირჩიეს თელავის მაზრის მარშლად.
1968
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 22 მარტს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ათანასე რომანოზის ძე მაყაშვილის მამული სოფელ გრემში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 11 სექტემბერს ამიერკავკასიის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე შიოს ძე მეტრეველის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.