საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები71492

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ელენე ელიზბარის ასულმა ამაშუკელ-წერეთელმა 20 წიგნი გადასცა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 10 მარტს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ ჟურნალ „სომხის ქვეყნის“ რედაქციამ აღმოაჩინა და ფოტოგრაფიულად გაამრავლა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის, გევორქის IV-ის პორტრეტი, რომელიც ათ შაურად იყიდებოდა ენფიანჯიანცის წიგნის მაღაზიაში.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 11 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ცხვედაძის „კორრესპონდენცია პეტერბურგიდამ“ იმპერიის დედაქალაქში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა შესახებ.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 28 მარტს ქუთაისის მაზრის სამსჯავროს გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გიორგი თეიმურაზის ძე აგიაშვილის სახლი ქუთაისის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 1-ელ მაისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე იოსების ძე შალიკაშვილის მამული სიღნაღის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ელენე ბახტაძის ქალების პროგიმნაზიაში სწავლის გადასახადი წელიწადში 30 მანეთი იყო.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 27 იანვარს თბილისის მაზრის მომრიგებელმა მოსამართლემ განიხილა ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორის, ივანე კერესელიძის სარჩელი მის კუთვნილ მამულში ყოფილი მოახლეების მიერ მოსავლის დატაცების თაობაზე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს გრიგოლ არჩილის ძე ამაშუკელმა 21 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს წიგნებით დაეხმარნენ სეფე გიორგის ძე ორჯონიკიძე და ვლადიმერ ილიას ძე წულუკიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ვასილ ტატოს ძე ამაშუკელმა ამაშუკეთის სამკითხველოს 3 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს პოლიკარპე ლორთქიფანიძემ ს. დიდ ჯიხაიში გამართა წარმოდგენა დიდი ჯიხაიშის წიგნთსაცავ-სამკითხველოს სასარგებლოდ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 23 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი მიხეილ ხელთუფლიშვილის მიერ თარგმნილი ბერტოლდ აუერბახის მოთხრობისა „დატუსაღებული ნათლია“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს იაშა სამსონის ძე ორჯონიკიძემ 3 წიგნი გადასცა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 ივნისს გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნდა მღვდელ ალექსი შარაბიძის კორესპონდენცია „სახალხო შკოლები რაჭაში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „მომხმარებელი საზოგადოებები ხალხისთვის სასარგებლონი არიან, თუ არა“ მომხმარებელ და მწარმოებელ საზოგადოებათა მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ელენე ალექსის ასულმა აბაშიძემ 40 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს სტეფანე გიორგის ძე ნოზაძემ 14 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს მინადორა ეფრემის ასულმა ორჯონიკიძემ 20 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ვალერიან კაცოს ძე ამაშუკელმა 7 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ვლადიმერ იაკობის ძე ამაშუკელმა 19 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ნესტორ ზაქარიას ძე წერეთელმა გადასცა 10 წიგნი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს ოლღა ბეგლარის ასულმა ნიჟარაძე-ამაშუკელისამ, პუპია ლუარსაბის ასულმა ამაშუკელი-ბარათაშვილისამ და ლიუცია ევგენის ასულმა ამაშუკელი-ორჯონიკიძისამ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს წიგნებით დაეხმარნენ ზაქარია ბიჭიას ძე ამაშუკელი, ლადიკო და ილიკო სიმონის ძე წერეთლები.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ოლგა გურამოვამ, ოლგა ვასილიევამ და ელისაბედ ყარაევამ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ბარბარე ბეგთაბეგოვამ, პელაგია ნაცვალოვამ და ბარბარე ხორუჟენკომ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.