რეგისტრირებული ფაქტები71979
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსი ფლაბიანე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, კუკიის სასაფლაოზე განსვენებულთა სულის მოსახსენიებელ წირვასა და პარაკლისს გადაიხდიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლორიქ-მელიქოვის ქუჩაზე მდებარე ს. პ. პავლოვის საწყობში შეღავათიან ფასად იყიდებოდა გერმანული, ფრანგული და ინგლისური წარმოების თვითმავალი ველოსიპედები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვლადიმერ ყიფიანს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ახალი, ილუსტრირებული წიგნის გამოცემა ჰქონდა განზრახული, რომელიც 40 კაპიკზე მეტი არ ეღირებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა მცხეთის ტაძარს 1000 მანეთი შესწირა, რომელიც აღდგენითი სამუშაოებისათვის იყო გამიზნული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ტრამვაის საზოგადოების წარმომადგენელი ალფონს რობი თბილისში, ვარდის უბანში, საგზაო სამუშაოების დაწყებას გეგმავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის ვიცე-გუბერნატორმა სტეფანოვიჩმა ექიმ ტიტე სვიმონის ძე ქიქოძეს ქალაქის სასანიტარო-სამკურნალო განყოფილების რევიზია დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ოქტომბერს სოხუმში, გიორგი ჩიჩუას თაოსნობით, საზოგადო ბანკის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 18 მარტის „დროებაში“ საქართველოს ახალი ეგზარქოსის, ივანე რუდნევის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, გრანევსკიმ ლაილაშში მდებარე ეკლესიის გასაახლებლად თანხა შეაგროვა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 ოქტომბრის “ცნობის ფურცლის” მიხედვით, მიხეილ ბადრიშვილი სოფელ ფცის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით ექიმი-სტომატოლოგი გ. მ. იოხვედი პაციენტებს მიხეილის ქუჩა N 108, გერმანული ტაძრის პირდაპირ იღებდა. ხელმოკლეებს შეღავათიან ფასში მკურნალობდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცელის" მიხედვით, ქუთაისში, კბილის ექიმი დავით ს. რიჟინაშვილი ვორონცოვის ქუჩაზე, წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პირდაპირ გადავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს ალექსი ვარლამოვმა, პლატონ ლევანის ძე მახარაძემ და სტეფანე ანისიმოვმა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით გიორგი იაშვილი ბათუმის ფორტა-ტელეგრაფის უწყების ფოსტალიონად დანიშნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ანტონ ოკუჯავა, ალექს ჭანკვეტაძე და დ. გიორგობიანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ დიმიტრი შავკოვი, ნიკოლოზ შავგულიძე და ანტონ სტაცენკო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს შემოქმედის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს თანხით დაეხმარნენ ასლან თედორეს ძე სადრაძე, სოლომონ ხომერიკი და მღვდელმა ესტატე კვირკველია.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 4 იანვრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, ტ. ს. დავიდოვი იყო დ. ა. გედევანიშვილის კლინიკის ექიმი- პედიატრი.