საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები71481

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 23 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი მიხეილ ხელთუფლიშვილის მიერ თარგმნილი ბერტოლდ აუერბახის მოთხრობისა „დატუსაღებული ნათლია“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს იაშა სამსონის ძე ორჯონიკიძემ 3 წიგნი გადასცა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 ივნისს გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნდა მღვდელ ალექსი შარაბიძის კორესპონდენცია „სახალხო შკოლები რაჭაში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 4 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „მომხმარებელი საზოგადოებები ხალხისთვის სასარგებლონი არიან, თუ არა“ მომხმარებელ და მწარმოებელ საზოგადოებათა მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ელენე ალექსის ასულმა აბაშიძემ 40 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს სტეფანე გიორგის ძე ნოზაძემ 14 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს მინადორა ეფრემის ასულმა ორჯონიკიძემ 20 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ვალერიან კაცოს ძე ამაშუკელმა 7 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ვლადიმერ იაკობის ძე ამაშუკელმა 19 წიგნი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს ნესტორ ზაქარიას ძე წერეთელმა გადასცა 10 წიგნი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს ოლღა ბეგლარის ასულმა ნიჟარაძე-ამაშუკელისამ, პუპია ლუარსაბის ასულმა ამაშუკელი-ბარათაშვილისამ და ლიუცია ევგენის ასულმა ამაშუკელი-ორჯონიკიძისამ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს წიგნებით დაეხმარნენ ზაქარია ბიჭიას ძე ამაშუკელი, ლადიკო და ილიკო სიმონის ძე წერეთლები.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ოლგა გურამოვამ, ოლგა ვასილიევამ და ელისაბედ ყარაევამ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ბარბარე ბეგთაბეგოვამ, პელაგია ნაცვალოვამ და ბარბარე ხორუჟენკომ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 აპრილს ივანე ნიკოს ძე ამაშუკელის სახლში გაიმართა ამაშუკეთის უფასო წიგნთსაცავ სამკითხველოს კრება.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს დომენტი რამინიშვილმა, არჩილ ჯაფარიძემ და ილიკო ალექსის ძე ჩხეიძემ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს ივანე ნიკოლოზის ძე ერისთავმა, კონსტანტინე მიზანას ძე ამაშუკელმა და ივანე ნიკოს ძე ამაშუკელმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს იასონ ილიას ძე ამაშუკელმა, ივანე ევგენის ძე ამაშუკელმა და პავლე ივლიანეს ძე ამაშუკელმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ამაშუკეთის სამკითხველოს დასახმარებლად თანხა გაიღეს პავლე ნიკოს ძე ამაშუკელმა, კონსტანტინე პეტრეს ძე უგულავამ, ვალერიან კაცოს ძე ამაშუკელმა და მელიტონ მალხაზის ძე წერეთელმა.

1871

ტიპი: განათლება

1871 წლის 1-ელ ივნისს ოსანა ქანანოვამ, ოლგა სერედენკომ და მართა მელიქოვამ წარჩინებით დაასრულეს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსი.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ დიმიტრი ბაქრაძე, ანტონ ფურცელაძე და გიორგი იოსელიანი ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრები იყვნენ.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ გიორგი ჭალადიდელი, მამია გურიელი-ფაზელი და სვიმონ მგალობელი ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრები იყვნენ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 9 მაისს გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნდა სპირიდონ ჯუღელის წერილი „ქორწინება ჯავახეთში” ქალ-ვაჟთა გარიგების ტრადიციის შესახებ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად ფოთის მკვიდრმა ზურაბ არუწოვმა სურვილი გამოთქვა, თავის სავაჭრო ობიექტზე ახალი ქართული წიგნები და გაზეთებიც გაყიდულიყო.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად, სიღნაღის მკვიდრმა რაჟდენ ციციშვილმა სურვილი გამოთქვა, თავის სავაჭრო ობიექტზე ახალი ქართული წიგნები და გაზეთებიც გაყიდულიყო.