ილია ა. გოლდმანი

შრომის სამინისტროს საქმეთა მმართველი, სატარიფო პალატის სხდომის თავმჯდომარე

1918 წლის 23 დეკემბერს შრომის სამინისტროს საქმისმწარმოებელი ი. ა. გოლდმანი სწერს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძეს, რომ პირად საუბრებში გენერალმა მდივანმა უთხრა შრომის მინისტრ გ. ერაძეს, რომ გიორგაძე გამოსცემს ბრძანებას 8 საათიანი სამუშაო დღის დეკრეტის გადიდების თაობაზე, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება შრომის სამინისტრო. ამისათვის არსებობს ზეგანაკვეთური სამუშაო საათები.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის სამინისტროს მიმოწერა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი