ანასტასია გიორგის ასული ერისთავი-ხოშტარია

მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას თხოვნა თავისი წიგნის, „ბედის ტრიალის“, ჰონორარიდან მიეცათ იმდენი თანხა, რამდენსაც გამგეობა შესაძლებლად ჩათვლიდა. განჩინების თანახმად, ერისთავ-ხოშტარიასთვის 10 000 მანეთი გამოყვეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი