ია (ილია) გიორგის ძე კარგარეთელი

კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი (ტენორი), საზოგადო მოღვაწე

1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა მაქსიმე შარაძისთვის ია კარგარეთელის „ხალხური სიმღერების“ ასაწყობად, დასაბეჭდად და ყდაში ჩასასმელად მისაცემი 213 მანეთის ანგარიში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი