გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე

მღვდელი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, კავკავის განყოფილების მდივანი

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მღვდელ გიორგი გრიგოლის ძე ნათაძის თხოვნა ვლადიკავკაზში საზოგადოების გამოცემების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1908-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი