ანტონ შამილის ძე ალანია

პედაგოგი

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: დოროთე ნიკოლოზის ძე კიტია, ანტონ შამილის ძე ალანია, თენგიზ სტეფანეს ძე კორტავა, ილარიონ გიორგის ძე კუხალაშვილი და ვასილ ზურაბის ძე კუტალია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი