ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე

ფრანგული ენის პედაგოგი

1919 წლის 26 სექტემბერს გიმნაზიის დირექტორმა ჭეიშვილმა განათლების სამინისტროს აცნობა, რომ მასწავლებელმა ალექსანდრა აბაზაძემ მუშაობა დაიწყო თბილისის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში და ლანჩხუთის გიმნაზიაში მის ადგილას ახალი მასწავლებელი იყო საჭირო.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ალექსანდრა გიორგის ასულ აბაზაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი