იერონიმე მიხეილის ძე არსენიშვილი

ქუთაისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 10 ივლისს ქუთაისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა იერონიმე არსენიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს გაუგზავნა წარდგინება, რომ გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ 1917 წლის 28 ოქტომბერს ფიზიკის კათედრაზე მასწავლებლად აირჩია კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ტარას სარდიონის ძე აბზიანიძე, რომელმაც წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ იყო მომზადებული და ხარისხიანად ასწავლიდა მოსწავლეებს თავის საგანს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ტარას სარდიონის ძე აბზიანიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი