გიორგი ივანეს ძე ბიბილეიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები იყვნენ: სევერიანე კოსტას ძე ფრანგიშვილი, იოსებ ივანეს ძე გიგინეიშვილი, სოლომონ იოსების ძე ფუთურიძე, ბაგრატ მიხეილის ძე ჩხენკელი, დავით გაბრიელის ძე ნიკურაძე, ლევანტი ივანეს ძე გიგინეიშვილი, ვასილ მიხეილის ძე გუგუშვილი, გიორგი ივანეს ძე ბიბილეიშვილი, ნიკოლოზ სიმონის ძე ქუთათელაძე და მაკრინე დიანოსის ასული შარაბიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი