ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი

პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა (1918-1919) და იუსტიცის მინისტრი (12 მარტი, 1921), ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 15 ივნისს სახელმწიფო თეატრში გაიმართა მოხსენებათა დილა ომში დახოცილთა და დასახიჩრებულთა ოჯახების დასახმარებლად. მოხსენებების შინაარსი ეხებოდა დენიკინის გამოლაშქრებას ამიერკავკასიის რესპუბლიკების წინააღმდეგ. სიტყვით გამოვიდნენ: ევგ. გეგეჭკორი, ივ. გომართელი, ალ. ლომთათიძე, აკ. პაპავა, ჰაიკ აზატიანი, პეტროსიანი, ვლასა მგელაძე და აზერბაიჯანის პარლემენტის წევრი ჯამალ ბეკოვი.

წყარო: ერთობა, 1919 | 17 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა