ალექსანდრე ერქომაიშვილი

რევოლუციონერი, სასურსათო საქმეთა სახალხო კომისარი, ამიერკავკასიის საფინანსო ინსტ. დირექტორი

1921 წლის 22 ივნისს,ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში,რომ ინჟინერი ელჩმანისგან მიიღო ინფორმაცია,თუ როგორი ცუდი მდგომარეობაა საქართველოში მრეწველობის მხვრივ,მალე საქართველოში ამუშავებული სახელოსნო და ქარხანა აღარ იქნება.ერქომაიშვილს განცხადება გაუკეთებია,რომ რუსეთიდან ვერაფერს მივიღებთ და ერთადერთი იმედი ახლა ოსმალეთია.აუცილებლად რამე უნდა ვიღონოთ,რომ ხალხი შიმშილით არ დაიხოცოს,ამასთან დაკავშირებით საჭიროა კ. კანდელაკთან მოლაპარაკება.

წყარო: კონსტანტინოპოლის პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე ხომერიკის წერილები საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე რამიშვილისადმი პარიზში | 1921-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: სტამბოლი, თურქეთი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი