სიმონ (სოსიკო) გურგენის ძე მდივანი

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მიადგილე სოციალ- ფედერალისტთა პარტიის კვოტით, საქართველოს პირველი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

სომეხ-ქართველთა კონფერენციაზე ნეიტრალური ზონის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებად დაინიშნენ: შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კ. საბახტარიშვილი და დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ მდივანი.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 18 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა