ჯონ ოლივერ უორდროპი

ბრიტანელი დიპლომატი, აღმოსავლეთმცოდნე, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი

1919 წლის 2 დეკემბერს, სამშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სადილობამდე ბევრი საქმე უნდა მოესწრო, რადგან ოპერაში იყო წასასვლელი „აბესალომ და ეთერის“ 25-ე წარმოდგენაზე დასასწრებად. ზაქარია ფალიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო იმართებოდა და სურდა დასწრებოდა.

წყარო: სერ ოლივერ უორდროპი 150
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, ინგლისური
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა