ესაია ივანეს ძე შუბლაძე

მებაღეთა კავშირის თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობა“ ბეჭდავს თბილისის და მისი რაიონის მებაღეთა კავშირის განცხადებას, კავშირის თავმჯდომარის, ესაია შუბლაძის ხელმოწერით, მემამულეთა საყურადღებოდ, რომ 13 სექტემბერს (მე-5 სამილიციო უბანში, ვარანცოვის ქ. N99) დანიშნულია კავშირის წევრებისა და მემამულეთა გაერთიანებული კრება მნ-ი საკითხების განსახილველად; მას მე-6 რაიონიდან დაესწრებიან ტერელიძე და ბუაჩიძე.

წყარო: ერთობა, 1920 | 9 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი