თინათინ ვლადიმერის ასული ჩაჩიბაია

პედაგოგი

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N89 ბრძანებით თინათინ ვლადიმერის ასული ჩაჩიბაია ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

წყარო: უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის ბრძანებები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი