ფათალი ხან ხოისკი

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აზერბაიჯანის პირველი პრემიერ-მინისტრი 1919-20 წლებში

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, 1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი ატყობინებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვს, რომ საქართველოში აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლისგან, ვექილოვისგან მიიღო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფატალი ხან ხოისკის მიერ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ხატისოვისთვის გაგზავნილი წერილის ასლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული კონფლიქტის, კერძოდ, 1919 წლის 21 დეკემბერს ზანგიბაზრის რაიონში მაჰმადიანთა წინააღმდეგ დაწყებული საომარი ოპერაციის შესახებ.

წყარო: საქართველო, 1920 | 3 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა