ვლ. ზურაბიშვილი

საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტის წევრი

1918 წლის 22 თებერვალს თბილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა აკაკი ივანეს ძე ჩხენკელის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას სახელზე გასცა მოწმობები, რათა მათ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ უცხო სახელმწიფოების მთავრობათა წარმომადგენლებთან საქართველოს პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებზე. დოკუმენტს ხელს აწერენ: საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია, საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტის საქმეთა მმართველის მაგიერ ვლ. ზურაბიშვილი და კომიტეტის მდივანი დ. ნახუცრიშვილი

წყარო: საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ აკაკი ჩხენკელისთვის, გ. ლასხიშვილისა და გიორგი გვაზავასთვის გაცემული მოწმობები უცხო სახელმწიფოთა მთავრობების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოების უფლებაზე | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული, ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი