ფუად კონდუხოვი

მთიელთა კომიტეტის თავმჯდომარე

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში. ფერიზ ვექილოვის, ახმეტ ცალიკოვის და რუსტამბეკოვის გადმოცემით, რომ ანგორაში მეტად სასტიკად ებრძვიან ბოლშევიკებს. რაც შეეხება სომხებს, მთიელებსა და აზერბაიჯანელებს ჩვენ მათთან მოლაპრაკებებს ვაწარმოებთ, რომ ერთად ვიმოქმედოთ ბოლშევიკების წინააღმდეგ. აქ არიან მთიელთა კომიტეტის თავმჯდომარე ფუად კონდუხოვი და გენერლები: ხალილოვი და გადჯიბეგოვი.

წყარო: კონსტანტინოპოლის პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე ხომერიკის წერილები საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე რამიშვილისადმი პარიზში | 1921-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: სტამბოლი, თურქეთი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი