თამარ სარდიონის ასული ამირეჯიბი

პედაგოგი

1918 წლის 18 ნოემბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს აცნობეს, რომ 20 ნოემბრიდან სოღოლაშენში მასწავლებლის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად შეიძლებოდა თამარ სარდიონის ასული ამირეჯიბი დაენიშნათ.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | თამარ სარდიონის ასული ამირეჯიბის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი