ივანე იტიაკოვი

პედაგოგი

1918 წლის 8 დეკემბერს გაიხსნა პირველი ოსური გიმნაზია ცხინვალში, რომლის პედაგოგები იყვნენ:1.ზაქრო ნიკოლოზის ძე ვანეევი, კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორია -გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება. 2.ალექსანდრე გრიგოლის ძე ძასოხოვი, მოისმინა ტომსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსები, მათემატიკა, ფრანგული. 3.მარიამ დიმიტრის ასული ჯაფარიძე, დაამთავრა გიმნაზიის 4 კლასი, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. 4. ივანე იტიაკოვი, სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებული, მუსიკა, 5.ანასტასია ნესტორის ასული გაგლოევა, უფროსი განყოფილება. 6.ვასილ ნიკოლოზის ძე კარსანოვი, ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მუშაობდა სასწავლებლის ექიმად.

წყარო: შუამდგომლობა განათლების სამინისტროს წინაშე ცხინვალში ოსური გიმნაზიის დაარსების შესახებ. გიმნაზიის პროექტი და მასწავლებელთა სია | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი