იოსებ ჯომარდიძე

პედაგოგი

1918 წლის 11 აგვისტოს განათლების მინისტრს ბორჯომში გიმნაზიის გახსნას სთხოვდნენ ადგილობრივი პედაგოგები და სკოლის გამგეები: დეკანოზი იაკინთე გიორგაძე, მიხეილ სარალიძე, მიხეილ ხუტიშვილი, ვლადიმერ გაჩეჩილაძე, ლაზარე ბეროზაშვილი, პეტრე შალიბაშვილი, ვასილ კიკნაძე, მარგარიტა ხმალაძე, ვანო ბეჟიტაძე, მინა არჩვაძე, ზაზა კიკაძე, ივანე ხმალაძე, ვლადიმერ ახალაძე, იასონ ხალვაში, თედორე გობრონიძე, დავით ქებაძე, ივანე ზაქროს ძე კახდაუროვი, მიხეილ გერმანიშვილი, იოსებ ჯომარდიძე, ნიკოლოზ გუბენიძე, ს. პ. კანდელაკი და ადგილობრივი ფოსტის უფროსი კონსტანტინე ჯაფარიძე. სასწავლებლის ხარჯებს ნაწილობრივ ადგილობრივი მოსახლეობა გაიღებდა.

წყარო: ბორჯომის მცხოვრებთა განცხადებები ბორჯომში სპეციალური საშუალო სასწავლებლის გახსნის შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი