ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე

მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სულისჩამდგმელი და თავმჯდომარე

ზედაზნის მონასტრის წინამძღვრის, მღვდელ-მონაზონ იოანეს წერილიდან ვიგებთ, რომ 1909 წლის 23 თებერვლისთვის უმიწოდ დარჩენილი, უღარიბესი მონასტრის საარსებო წყარო იყო მხოლოდ 332 მანეთი და 50 კაპიკი, რომელსაც ყოველწლიური სარგებლის სახით იღებდნენ იმ 10 000 მანეთიდან, რომელიც ნეტარხსენებულმა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ შესწირა მონასტრის გახსნას ოციოდე წლის წინ და ასევე – ის აღთქმული სურსათ-სანოვაგე, რომელიც ილია ჭავჭავაძისა და ლევან ციციშვილის მამულებიდან ეძლეოდათ.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი