სამსონ იაკობის ძე ჩამბაია

პედაგოგი

1918-19 სასწავლო წელს სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში მუშაობდნენ: მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გეოგრაფიის, ისტორიისა და ლოგიკის პედაგოგი სტეფანე სტეფანეს ძე აფანასიევი, მოსკოვის უნივერსიტეტის პედაგოგიური განყოფილების მსმენელი, ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი პავლე ალექსანდრეს ძე პრავდივცევი, მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია- ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, რუსული ენის პედაგოგი ვიქტორ ივანეს ძე სტრაჟევი, ხონის სამასწავლებლო სემინარიის მსმენელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნოე ალმასხანის ძე კუპრაძე, პოლტავის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული აპოლონ ივანეს ძე როგოვენკო, პარიზის სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებული, ხატვისა და ხაზვის პედაგოგი ივანე ივანეს ძე პაევსკი, ქუთაისის სამასწავლებლო სემინარის მსმენელი სამსონ იაკობის ძე ჩამბაია, ხელგარჯილობის მასწავლებელი იაკობ კირილეს ძე სოლოხინი, აფხაზური ენის მასწავლებელი დიმიტრი იოსების ძე გულია.

წყარო: მიმოწერა ღარიბ მოწაფეთა მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ, განათლების სამინისტროს სასწავლებლების და გიმნაზიის მასწავლებელთა სიები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი