თომა მიხეილის ძე კევლიშვილი

წინარეხის სკოლის პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ნამდვილი წევრი

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წინარეხის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილის თხოვნის პასუხად გამგეობამ დაადგინა, რომ მისცემოდა იანვრის ხელფასი ოცდაათი მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი