იოსებ ვასილის ძე მოზდოკელი (მოზდოკლიშვილი, მოზდოკელაშვილი, მოზდოკელოვი)

კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა აირჩია თავმჯდომარედ ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ ტიტე კახიძე, ხაზინადრად იოსებ მოზდოკელი, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი, მდივნად პართენ გოთუა და წევრებად: პართენ გოთუა, ერთაოზ სიდომონ-ერისთავი, სტეფანე პოპოვი, მიხეილ ინასარიძე, ნესტორ ფხაკაძე, ი. მოზდოკელი და ნ. გუბნელოვი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი