ფაჩულია

ახალქალაქის ერობის თავმჯდომარე

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მისალმების და მოლოცვის წერილები მოუვიდა ახალქალაქიდან (ერობის თავმჯდომარე - ფაჩულიასგან), სიღნაღიდან (ერობის თავმჯდომარე - ახმეტელაშვილისგან) და სოხუმიდან (ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთაგან).

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 17 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა