არსენ ქაიხოსროს ძე ჯახუტაშვილი

ფერშალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების წევრი

1918 წლის 3 დეკემბერს განათლების სამინისტროს ორი თვის დანამატის სესხად მიღების თხოვნით მიმართეს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგებმა: მელიტონ ბესარიონის ძე ჩეჩელაშვილმა, მიხეილ ალექსის ძე ჭიჭინაძემ, მიხეილ იოსების ძე კუჭავამ, ლუარსაბ ეგნატეს ძე კეშელავამ, არსენ ქაიხოსროს ძე ჯახუტაშვილმა, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე გიგაუროვმა, გაბრიელ ცაგარეიშვილმა, ქსენოფონტე გაჩეჩილაძემ, ვ. აბულაძემ და ი. ბერეკაშვილმა.

წყარო: თბილისის გიმნაზიების სხდომის ოქმები. გიმნაზიების მოსამსახურეთა სიები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი