ქეთევან ვასილის ასული ჟორჟოლიანი

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების წევრი

1918 წლის 3 დეკემბერს ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის პედაგოგები – ოლღა კონსტანტინეს ასული ინასარიძე, ალექსანდრა მავრიკის ასული ჩხენკელი, დარია გიორგის ასული გრიგოლაშვილი, ბარბარე ალექსანდრეს ასული ტერენტიევი, ქეთევან ვასილის ასული ჟორჟოლიანი, თამარა ისიდორეს ასული გაბაშვილი, ნინა ლავრენტის ასული მიქელაძე, ნანა დავითის ასული მიქელაძე, ქსენია ვასილის ასული ჟორჟოლიანი და სერაფიონ ცაგარეიშვილი – განათლების სამინისტროს სთხოვენ ხელფასის ორი თვის დანამატს ქვეყანაში სიძვირის გამო.

წყარო: თბილისის გიმნაზიების სხდომის ოქმები. გიმნაზიების მოსამსახურეთა სიები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი