ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1897 წლის 11 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა. სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 118 მან., ანტონ გოგიაშვილს – 1 მან., ახალციხის ბიბლიოთეკას – 3 მან., უდეს ბიბლიოთეკას – 4 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 7 მან. და ი. დიასამიძეს – 6 მან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი