ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილი

კომერციული სკოლის კურსდამთავრებული

1898 წლის 3 ნოემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომიდან ვიგებთ, რომ ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილი იყო ალექსანდრე როინაშვილის ძმისშვილი, ხოლო ვასილ და დავით როინაშვილები იყვნენ ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი