გიორგი სტეფანეს ძე აკოფაშვილი (აკოფოვი)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის ურთიერთდახმარების საკრედიტო საზოგადოების გამგეობის წევრი

1909 წლის 15 სექტემბრის შეტყობინების თანახმად, ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ ვალების გამო მხოლოდ 200 მანეთის გამოყოფა მოახერხა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის. შეტყობინებას ხელი მოაწერეს საზოგადოების თავმჯდომარე ნ. ერისთავმა და გამგეობის წევრმა გ. აკოფაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი