ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), განათლების, საბიბლიოთეკო, საბიუჯეტო, საფინანსო და სარეგლამენტო კომისიის წევრი

1920 წლის 26 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკიფორე იმნაიშვილის განცხადება, ათასი მანეთის კრედიტის გახსნის შესახებ (წიგნების სახით). გამგეობის გადაწყვეტილებით, იმნაიშვილისთვის უნდა გაეხსნათ ათასი მანეთის კრედიტი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი