ივლიანე პავლეს ძე კიზირია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: სერგო ნიკოლოზის ძე კვანტალიანი, ანა გახუს ასული კეკელია, მიხეილ ანტონის ძე კეკელია, ოლღა გიორგის ასული კეკელია, აგრაფინა ივლიანეს ასული კერზაია, პარასკევა იაგორის ასული კიზირია, ივლიანე პავლეს ძე კიზირია, კონსტანტინე იოსების ძე კუცია, ბაგრატ კინწურეიშვილი და ლევან კიკალიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა