ალექსანდრე ბაჩალიაშვილი

მოქალაქე

სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მთხოვნელები: გიგოლი ლომაშვილი, ქრისტო ლომაშვილი, გიორგი ლომაშვილი, მიხაილ ლომაშვილი, შიო ლაპიაშვილი, გიორგი ოთარაშვილი, მათე ოთარაშვილი, ივანე ბაბუციშვილი, მაქსიმე ბაბუციშვილი, მიხეილ ბაბუციშვილი, აბრამ ბაბუციშვილი, ნიკოლაი ფოლადაშვილი, ირაკლი ფოლადაშვილი, ალექსანდრე ფოლადაშვილი, დიმიტრი ფოლადაშვილი, დიმიტრი ბაჩალიაშვილი, ალექსანდრე ბაჩალიაშვილი, სტეფანე ბაჩალიაშვილი, ივანე ბაჩალიაშვილი, ისაკო ბაჩალიაშვილი; ჩამოთვლილ პირთა ნაცვლად ხელს აწერს ვასილ იზაშვილი; საბუთისა და ხელმომწერთა ნამდვილობას ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი