არისტოკლე (არისტოფანე) დომენტის ძე რამინიშვილი

საგურამოს სკოლის პედაგოგი

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საგურამოს სკოლის პედაგოგის არისტოკლე რამინიშვილის თხოვნა, რომ ავადმყოფობის გამო 1 თვით გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან და დახმარების სახით გაეგზავნათ 10 თუმანი. გამგეობამ დააკმაყოფილა ა. რამინიშვილის თხოვნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი