დავითაშვილი (1)

მოქალაქე

1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილიასეული სახლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. აღმოჩნდა, რომ გასავალი აღემატებოდა შემოსავალს. სახლის გამგე – დავითაშვილი ითხოვდა ამ თანხას. გამგეობამ გადაწყვიტა, დავითაშვილისთვის სათანადო დოკუმენტები მოეთხოვა დახარჯული თანხის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა თანხა. გამგეობამ დაადგინა, შუამდგომლობა აღეძრა ქალაქის აღმასკომის წინაშე ფულადი დახმარების შესახებ ილიასეული სახლის შესაკეთებლად. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: წიგნების გამომცემელ-გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომების ოქმები და ჟურნალები | 1926-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი