ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური

გომარეთის სკოლის მასწავლებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჩალოსა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1912 წლამდე, სანამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლის პედაგოგი გახდებოდა, ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური საწულუკიძეოს ორკლასიან სკოლაში ასწავლიდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი