დიმიტრი ევგენის ძე ათაბეგი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი ამხანაგებს: დიმიტრი ევგენის ძე ათაბეგს, ვიქტორ მაქსიმეს ძე ცინცაძესა და დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძესს ატყობინებს, რომ 1-3 მაისის განმავლობაში დაიჭირეს კომიტეტის წევრები, მათ შორის არიან: კირილე იესეს ძე ნინიძე, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი, შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე. ასევე ატყობინებს მათ, რომ ამ დროისთვის თბილისის ჩეკას თავმჯდომარე პანკრატოვია. ის სთხოვს მათ ზომების მიღებას, რათა დაჭერილები არ დახვრიტონ.

წყარო: კონსტანტინოპოლის პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე ხომერიკის წერილები საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე რამიშვილისადმი პარიზში | 1921-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: სტამბოლი, თურქეთი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი