ალექსანდრა ივანეს ასული ამაშუკელი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წლის 11 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1915 წლის მოქმედების ანგარიში. ამ დოკუმენტის მიხედვით, 1915 წელს ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: მიხეილ ედიშერის ძე აბულაძე, ალექსანდრა ივანეს ასული ამაშუკელი, გრიგოლ არჩილის ძე ამაშუკელი, მღვდელი სამსონ ბასიშვილი, გიორგი კონსტანტინეს ძე ბუჩუკური, ვლადიმერ ლუარსაბის ძე ბიბილური, გიორგი ივანეს ძე ბასიშვილი, დიმიტრი ივანეს ძე გელუტაშვილი, პართენ სიმონის ძე გოგოლაძე და მიხეილ გრიგოლის ძე გულარიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი