ბაგრატ იოსების ძე ჩიკვაიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სიაში ჩაეწერნენ: დავით ალექსანდრეს ძე შიუკაშვილი, ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი, იოსებ ივანეს ძე ბადურაშვილი, ვ. გამყრელიძე, ვასილ ბესარიონის ძე საყვარელიძე, მიხეილ ალექსანდრეს ძე სოლოვიოვი და ბაგრატ იოსების ძე ჩიკვაიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი