იორდანე ძოკის ძე გოგია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1913 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ევსევი ბესარიონის ძე გვათუა, ოლღა დიმიტრის ასული გოგრიჩიძე, ვასილ ლაზარეს ძე გოგრიჩიძე, მიხეილ ესტატეს ძე გურგენიძე, პეტრე გურჯიანი, ალექსანდრე ბესოს ძე გოგსაძე, პლატონ ათანასეს ძე გვაზავა და იორდანე გოგია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი